Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

რომელ მეუფესთან ერთად მსახურობდა სოზარ სუბარი დავით გარეჯში? – პოლიტიკოსი წარსულს იხსენებს

October 9, 2020
რომელ მეუფესთან ერთად მსახურობდა სოზარ სუბარი დავით გარეჯში? – პოლიტიკოსი წარსულს იხსენებს

“უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იცოდა ყველამ, ამას აღიარებდა ყველა” – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

„მე საბჭოთა პერიოდში დავით გარეჯში ვმსახურობდი, მე და მამა ირაკლი მახარაძე, ამჟამად მეუფე დავითი ალავერდელი ვიყავით. უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იცოდა ყველამ და აღიარებდა ყველა. ყოველ ხუთშაბათს პარაკლისს ვიხდიდით, როდესაც მივდიოდით ბერთუბანში, ყველამ იცოდა რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი, ქართული სულიერების კერა, მაგრამ იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელებმაც იცოდნენ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი საყოფაცხოვრებო ცოდნა. მაგალითად როდესაც ბერთუბანში ხდებოდა რესტავრაცია, საქართველოს ძეგლთა დაცვამ ნებართვა აიღო აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვისგან, ჩვენ ჩავატარეთ იქ რესტავრაცია, იქედან ფრესკის ნაწილი წამოღებულია და თამარის ფრესკა ინახება ხელოვნების მუზეუმში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მარტო აზერბაიჯანის ტერიტორია კი არ იყო, არამედ ეს იმას ნიშნავს რომ აზერბაიჯანელი მეცნიერები, ხალხი, მაშინდელი ხელისუფლება აღიარებდა და ყველამ იცოდა რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი და ქართული სულიერების კერა. საქართველოს ნაწილი ისტორიულად, მაგრამ იმ პერიოდში მოქცეული იყო აზერბაიჯანის საზღვრებში“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დავით გარეჯი ჰექტრობით არ იზომება, იქ სხვა სულიერებაა, თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ.

„ნინო კალანდაძე, რომელიც ამბობდა, რომ ის ტერიტორია აზერბაიჯანის იყო, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ყველაზე ლეგიტიმური ორგანოს წარმომადგენელი. სხვა არაერთი პირიც იგივეს აცხადებდა, მაგრამ ნინო კალანდაძე და ნიკა რურუა განსაკუთრებით მკაფიოდ, პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ეს მაშინ, როდესაც არაფერი დადგენილი არაა. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამას იყენებდნენ როგორც საბუთს ჩვენ წინააღმდეგ,თქვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვესო. 2012 წელს, სასულიერო პირები და ათასობით ადამიანი რომ არ რომ არ ჩავსულვიყავით იქ, შესაძლოა, დღეს დასრულებული ყოფილიყო ეს თემა. დელიმიტაცია და დემარკაციაც მომხდარიყო, რაც სახელმწიფოებს შორის სერიოზულ დავას ნიშნავს. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე არ ვართ მისული და დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მოლაპარაკებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს. გაიხსნა ახალი ჩარჩო და ამ ჩარჩოში უნდა ვილაპარაკოთ, როგორც კარგმა მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge