Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან ” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება

October 14, 2026
“სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან ” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება

“სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან ” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება.

“ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის, კერძოდ, პატრიარქ შიო III-ის უახლეს განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა საქართველოში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

განცხადებები “უძველესი ისტორიული მიწების“ შესახებ და ასევე სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან “გაერთიანების“ მოწოდებები, რწმენისა და ძმობის ნაცნობი საფარით, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალ, რელიგიურ შეფუთვაში. ცნებების ჩანაცვლება და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერ შეცვლის.

სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, პოლიტიკოსების მსგავსად, კვლავაც იყენებენ შეუსაბამო ტერმინოლოგიას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოხსენიებისას და მას დამამცირებელი ტერმინით, „ცხინვალის რეგიონით“ მოიხსენიებენ. ამავდროულად, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის დასკვნით დოკუმენტებზე, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ნამდვილი სახელითაა წარმოდგენილი, უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერებია.

ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების შესახებ თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და უნდა გავიხსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს ასევე ეხება ერთიანი საქართველოს კონცეფციას, რომელიც, ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, ფორმითა და შინაარსით სრულიად განსხვავებულ წარმონაქმნს წარმოადგენს.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ განცდილი ტანჯვისა და მსხვერპლის ხსენების გარეშე, ქართული პოლიტიკური რეჟიმების მიერ ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, საქართველოს ეკლესიის მეთაური „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის“ იმედს გამოთქვამს.

სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან, 1989-1992 და 2008 წლებში. აშკარა ფაქტების უგულებელყოფის ფონზე მსგავსი „კეთილი ზრახვები“ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია” – წერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება.

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა:

💬 “დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა!” – თქვა შიო III-მ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსოფლიოს არაბიკას დეფიციტი ემუქრება – 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყავას ყიდულობს
  • “მანანა კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მას არ ძალუძს ჩაერთოს ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში” – რას აცხადებს გია ვოლსკი
  • “სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან ” – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება პატრიარქ შიო III-ის განცხადებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge