Tuesday, May 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გამოგვაკლდა კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი – “მწვანეთა მოძრაობა” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

January 24, 2023
ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი მწვრთნელი

“მწვანეთა მოძრაობა” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბატონი ავთანდილ გელაძე.

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობას გამოაკლდა კიდევ ერთი გამორჩეული და ღირსეული ადამიანი – ბატონი ავთანდილ გელაძე.
ბატონმა ავთომ მრავალი ათეული წელი მიუძღვნა გარემოს დაცვას, როგორც ადამიანმა და ექსპერტმა. ის იყო თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი. მას ეკუთვნის არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, ნაშრომი თუ კვლევა.
ბატონი ავთო იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 1992-1995 და 1995-1999 წლებში, სადაც თანამოაზრეებთან ერთად 7 წლის განმავლობაში შემუშავებული იქნა გარემოსდაცვითი სფეროს თითქმის სრული საკანონმდებლო პაკეტი (20-ზე მეტი ფუნდამენტური კანონი). იყო სამმართველოს უფროსი საქართველოს სატყეო დეპარტამენტში.
ბატონ ავთოს ინიციატივითა და აქტიურობით განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აბასთუმნის ტყეების ინტეგრირება. ის იყო სატყეო სფეროში უამრავი საკანონმდებლო აქტის შემუშავების ინიციატორი და მონაწილე.
თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკთან, FAO-სთან, WWF-თან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან. იყო საერთაშორისო სატყეო კოალიციის (Global Forest Coalition -GFC) წარმომადგენელი საქართველოში.
ბატონი ავთო იყო თანამედროვე მწვანე პოლიტიკის უბადლო მცოდნე და ამ იდეების ცხოვრებაში გამტარებელი.
ავთანდილ გელაძე გახლდათ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საბჭოს წევრი 2015-2018 წლებში. დღემდე იყო მწვანეთა მოძრაობის ექსპერტი და დარბაზის წევრი.
მძიმეა მისი გახსენება წარსულ დროში და მის ღვაწლზე საუბარი, რომელიც ამოუწურავია, მან თავისი ღირსეული სახელი დაიმკვიდრა საზოგადოებაში, კოლეგებსა თუ მეგობრებში. ის იყო გამორჩეული ადამიანი თავისი ცოდნით, გამოცდილებით, ინტელექტით, კაცობით და გვერდში დგომით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს და ჩვენს კოლეგებს.
მშვიდად განისვენე ჩვენო მეგობარო ….. გჯეროდეს, შენი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას.” – ნათქვამია განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა
  • ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
  • Facebook პოსტის გამო, სასამართლომ რუსკა მჭედლიძე 1 500 ლარით დააჯარიმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge