კიდევ ერთი საქმე წააგო საქართველომ ევროსასამართლოში პროკურატურის უმოქმედობის გამო – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი, გიუორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის საქმის გამოუძიებლობის გამო, ევროსასამართლომ საქმეზე – ჭიღლაძე საქართველოს წინააღმდეგ – დაადგინა რომ წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილი იყო დარღვეული. ანუ საქმე არ გამოიძიეს ეფექტურად.
ბურჯანაძის თქმით, ეს ადამიანი 2019 წლის 20 ივნისს ცემეს პოლიციელებმა ერთ-ერთ კორპუსის ეზოში, როცა ის თავის, აქციაზე მყოფ, შვილს ეძებდა.
