Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეგობარი ქვეყნების ელჩებთან საუბრის მთავარი თემაა, როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს „ქართული ოცნების“ ავანტიურამ – ვაპირებ, რომ სასამართლო განხილვას დავესწრო”- რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

October 20, 2026
“მეგობარი ქვეყნების ელჩებთან საუბრის მთავარი თემაა, როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს „ქართული ოცნების“ ავანტიურამ – ვაპირებ, რომ სასამართლო განხილვას დავესწრო”- რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას დაესწრება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„შეხვედრაზე იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. მთავარი თემა არის ის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის მას „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ამ ავანტიურამ. ეს არის ძირითადი განხილვის საგანი.

ვიმეორებ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად.

რაც შეეხება სასამართლო განხილვას, მე ვაპირებ რომ დავესწრო“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კიდევ ერთი საქმე წააგო “ქართულმა ოცნებამ” ევროსასამართლოში
  • ცხრა თვეში საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირება 8.3%-ით შემცირდა
  • “მეგობარი ქვეყნების ელჩებთან საუბრის მთავარი თემაა, როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს „ქართული ოცნების“ ავანტიურამ – ვაპირებ, რომ სასამართლო განხილვას დავესწრო”- რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge