Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ქართული ოცნებისა“ და რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებენ – ხატია დეკანოიძე

November 17, 2026
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ქართული ოცნებისა“ და რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებენ – ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

ენმ-ის ლიდერის განცხადებით, მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმისა და ე.წ. „ვეტინგის“ პროცესის დისკრედიტაციის მიზნით „ქართული ოცნებისა“ და კრემლის პროპაგანდისტულ არგუმენტებს იმეორებენ, რითაც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენების შენარჩუნებას ცდილობენ.

მისი თქმით, რეფორმა არა მთელი სისტემის, არამედ მხოლოდ მაღალი თანამდებობის მქონე 60-მდე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ისახავდა მიზნად.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ქართველი ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ისინი განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობების მქონე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემოწმებას ითვალისწინებს.

სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულება და მისი რეფორმა ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეების მცდელობა, „ქართული ოცნების“ ნაცნობი, პროპაგანდისტული მეთოდით, უცხო ტერმინის – „ვეტინგის“ გამოყენებით დისკრედიტაცია გაუკეთონ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული შესაბამისობის შემოწმების იდეას, ხოლო ამ პროცესისადმი წინააღმდეგობა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად წარმოაჩინონ, ქედმაღლობისა, თავხედობის და საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციის თავს მოხვევის ნათელი მაგალითია. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების ეფექტური მექანიზმი გახდა. როდესაც სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაკარგულია და სისტემაზე ხელისუფლებასთან შერწყმული სასამართლო კლანი ახორციელებს გავლენას, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემოწმება ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნაა.

მინდა შევახსენო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ინიციატივა არ ითვალისწინებდა მთელი სამოსამართლო კორპუსის შემოწმებას. საუბარი იყო დაახლოებით 60 მოსამართლეზე, რომლებიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებზე. რეფორმა უნდა განხორციელებულიყო პარლამენტის ზედამხედველობით, ადგილობრივი და საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის იურისტების საექსპერტო მონაწილეობითა და რეკომენდაციებით. მისი მიზანი არ ყოფილა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის სასამართლო სისტემაზე კონტროლის გადაცემა ან სხვა საერთაშორისო უცხო მექანიზმების ჩარევა ქვეყნის მართლმსაჯულებაში. მიზანი იყო სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად აუცილებელია სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება. მოსამართლეები იმეორებენ პუტინის რუსეთის პროპაგანდისტულ არგუმენტებს, რომლებსაც კრემლი 2022 წელს უკრაინასთან მიმართებით ანტიკორუფციული და სასამართლო სისტემის რეფორმების წინააღმდეგ იყენებდა. შემაშფოთებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გამოხატავენ წინააღმდეგობას საქართველოში დემოკრატიული პლურალიზმისა და საკონსტიტუციო სამართლის სივრცის რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ჩანაცვლების მიმართ. პირიქით, ისინი “ქართული ოცნების” იდენტურ პოლიტიკურ პოზიციას იმეორებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

სამწუხაროდ, ჩემი ადრინდელი შეფასება გამართლდა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის – ზორკინის მეთოდოლოგიას მიჰყვება პარტიების გაუქმებით, წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილებით და პროპაგანდის საკონსტიტუციო სივრცეში გადმოტანით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში 34 წლის რუს ინჟინერს რამდენიმე დღეა ეძებენ
  • ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო – გიორგი სიორიძე
  • ევროპული კურსის დაკარგვის ფასი მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების დაკარგვა არაა, პირველ რიგში, ეს დაკარგულ სამუშაო ადგილებში, ინვესტიციებში და საქართველოს ეკონომიკურ მომავალში იზომება – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge