Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო – გიორგი სიორიძე

November 17, 2026
ოთხი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო – გიორგი სიორიძე

როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო – ასე უპასუხა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება პარტია არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას და არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვას.

როგორც სიორიძემ აღნიშნა, „როდესაც ხედავ, რომ დემოკრატიული მექანიზმები არის ხელყოფილი მმართველი ძალის მიერ, უნდა გქონდეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი“.

„ზედმეტი არასაჭირო დესტაბილიზაციისგან ნამდვილად უნდა ვიხსნათ ქვეყანა. ნამდვილად შეიძლება უფრო ცივილიზებული ზომების და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა, როდესაც გყავს დემოკრატიული ხელისუფლება და არა ავტოკრატიული რეჟიმი, როგორადაც ჩვენ ვაფასებთ. რაც შეეხება არჩევნებს, როდესაც არჩევნები არის გაყალბებული, მას უნდა დაუძახო გაყალბებული. როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა და მიიჩნევ ასეთად, შესაბამისად უნდა იმოქმედო. როდესაც ხედავ, რომ დემოკრატიული მექანიზმები არის ხელყოფილი მმართველი ძალის მიერ, უნდა გქონდეს შესაბამისი ადეკვატური პასუხი.

4 არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც ჩვენ დავფუძნდით და ყველაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ 2021 და 2025 წლების არჩევნების შედეგები ვაღიარეთ, ვმუშაობდით საკრებულოებში შეუფერხებლად. 2020 და 2024 წლების არჩევნები განსხვავებული მოცემულობა იყო. 2020 წლის არჩევნებზეც იყო დარღვევები, გაყალბება, გვქონდა ჩვენი პოლიტიკური შეფასება და შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ოღონდ ეს პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა „ქართული ოცნების“ გამო. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ვმონაწილეობდით პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის სივრცეში. ასეთი სივრცე შეიქმნა პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით. ეს იყო სწორედ ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა, როგორც ოპოზიციური პარტიის, რომ ამ ქვეყანაში დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურ შეთანხმებას. შემდეგ უბრალოდ „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ცალმხრივად. ამის შემდეგაც მოვუწოდებდით, რომ დაბრუნდებოდნენ პოლიტიკურ შეთანხმებას, იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილიყო. ამის ფონზე შევედით პარლამენტში, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სიორიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჩვენი მიზანია სატრანსპორტო მოძრაობის ისე ორგანიზება, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანი – კახა კალაძე
  • “ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა” – კახა კალაძე
  • ბათუმში 34 წლის რუს ინჟინერს რამდენიმე დღეა ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge