Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რასაც შალვა პაპუაშვილი კანონიერად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა- თამთა მიქელაძე

October 13, 2026
რასაც შალვა პაპუაშვილი კანონიერად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა- თამთა მიქელაძე

რასაც გუშინ შალვა პაპუაშვილი „რუსთავი2“-ზე მიმდინარე დებატებში ლეგიტიმურად, კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა, ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ყველაზე ავტორიტეტული სამართლებრივი კომენტატორია, ფუნდამენტურად სადავო გახადა და მიწასთან გაასწორა, – ასე ეხმაურება უფლებადამცველი თამთა მიქელაძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას.

მიქელაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა უმძიმესია. უფლებადამცველი ელის, რომ ასეთივე დასკვნა ექნება ევროპულ სასამართლოს, მათ მიერ წარდგენილ სარჩელზე.

“საბოლოო დასკვნაში ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. პირიქით, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

აღნიშნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, კომისიამ თქვა, რომ

მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო მოკლებულია სამართლებრივ სიცხადესა და განჭვრეტადობას. ისეთი ძირითადი ცნებები, როგორებიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაცია“, „გამოცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის ჩამოყალიბება“ ან „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, ზედმეტად ფართო და არაზუსტი ფორმულირებებით არის ჩამოყალიბებული.
რეპრესირების, სანქციებისა და შემოწმებების ის მექანიზმები, რომელიც კანონშია გათვალისწინებული, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
კომისია მტკიცე რეკომენდაციას უწევს, ხელახლა იქნეს განხილული სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში. ასეთი ქმედებები უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით, სათანადო და მყარი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში.

გამყინავ ეფექტს მთელს სექტორზე და საჯარო სივრცეზე ექნება პარალიზების შედეგი. სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი კონტროლის, ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის პირობებში, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა გონივრულად მიიჩნიონ, რომ თავი შეიკავონ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დაცული. შესაბამისად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, აგრეთვე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობა, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვების, არამედ, უფრო არსებითად, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნის შედეგად, რომელშიც სამოქალაქო აქტივობაში მონაწილეობის თანმდევი რისკები იმდენად მაღალი ხდება, რომ მათი საკუთარ თავზე აღება შესაძლოა გაუმართლებლად სახიფათოდ მიიჩნეოდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამავე დასკვნას ჩვენს სარჩელებზე გამოიტანს ევროპული სასამართლოც. როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, ის სამართლებრივ წესებს და გადაწყვეტილებებს მიყვება – ვნახოთ, როგორ შეასრულებენ ამ პირობას?“, – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა უსაფრთხოების ფორუმზე “ქართულ ოცნებისა” და რუსეთის კონსოლიდაციაზე ისაუბრა
  • 4 მარტის შესწორება სუვერენიტეტს არ იცავს, ოპოზიციის არსებობას უშლის ხელს- ვენეციის კომისია
  • თელავში, ყამბარაშვილის სამშობიაროში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge