Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 მარტის შესწორება სუვერენიტეტს არ იცავს, ოპოზიციის არსებობას უშლის ხელს- ვენეციის კომისია

October 13, 2026
4 მარტის შესწორება სუვერენიტეტს არ იცავს, ოპოზიციის არსებობას უშლის ხელს- ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიამ 4 მარტს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნა გამოაქვეყნა. ცვლილებები შეეხო “გრანტების შესახებ” კანონს, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს და სხვა კანონებს. კომისიის შეფასებით, ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. ის მიზნად არ ისახავს საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვას უცხოური გავლენისგან. სამაგიეროდ, მოქალაქეებს არაპროპორციულ და არააუცილებელ შეზღუდვებს უწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას.

“კანონები საქართველოს სუვერენიტეტს უცხოური გავლენისგან არ იცავს. პირიქით, ისინი მოქალაქეებს არაპროპორციულ და არააუცილებელ შეზღუდვებს უწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას.” – წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

დასკვნა ვენეციის კომისიამ 9-10 ოქტომბერს, 148-ე პლენარულ სესიაზე მიიღო და 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა. შეფასება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელვირა კოვაჩმა მოითხოვა.

4 მარტის პაკეტით გრანტის ცნება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ახლა გრანტად ითვლება ტექნიკური დახმარება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მომსახურებაც. ასეთი “გრანტის” მიღებას ქართული ოცნების წინასწარი თანხმობა სჭირდება, უნებართვო მიღებისთვის კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაწესდა. ცვლილებებით შემოვიდა ასევე “დეკლარირებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის” ცნება და “ექსტრემიზმის” ახალი მუხლი. გარდა ამისა, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაში” დასაქმებულ პირებს 8 წლით აეკრძალათ პარტიის წევრობა. კანონების აღსრულებაზე ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.

კომისია აღნიშნავს, რომ პაკეტი პარლამენტში 21 იანვარს დარეგისტრირდა და მესამე მოსმენით 4 მარტს, დაახლოებით ექვს კვირაში მიიღეს. ფორმალურად ეს დაჩქარებული წესით არ მომხდარა, თუმცა კომისიის თქმით, განხილვის ტემპი მაინც “ძალიან სწრაფი” იყო.

დასკვნაში ციტირებულია კანონპროექტების განმარტებითი ბარათები. მათში პირდაპირ წერია, რომ პროექტების მომზადებაში არც ერთი სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაცია და არც ერთი ექსპერტი არ მონაწილეობდა. ასევე არ მომზადებულა სხვა ქვეყნების მსგავსი კანონმდებლობის შედარებითი მიმოხილვა. კომისიის შეფასებით, ცვლილებები “სერიოზული ხარვეზების მქონე” პროცესით მიიღეს, რომელიც ღონისძიებების აუცილებლობისა და პროპორციულობის სათანადო შეფასების საშუალებას არ იძლეოდა.

ვენეციის კომისიის მომხსენებლებთან შეხვედრაზე უარი თქვეს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გრანტების მართვის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა. კომისია დასკვნის ბოლოს ამას სინანულით აღნიშნავს და ამბობს, რომ დიალოგისთვის კვლავ ღიაა.

კომისიის თქმით, პაკეტის ძირითადი ცნებები იმდენად ფართო და განუსაზღვრელია, რომ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა ვერ განსაზღვრავენ, ექცევა თუ არა მათი საქმიანობა კანონის მოქმედების ქვეშ. ეს ეხება “გრანტს”, “საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებს”, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას” და “დეკლარირებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირს”. გაურკვეველია, ხვდება თუ არა რეგულირების ქვეშ ჩვეულებრივი პროფესიული თანამშრომლობა, აკადემიური გაცვლები, ტრენინგები, კვლევითი პროექტები თუ პოლიტიკის შესახებ დიალოგი. განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია მოხდა ქუთაისში,”სამტრედიის ხიდთან”
  • GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • “ავარიას შევესწარი რიყეზე” – რა კადრები ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge