Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა უსაფრთხოების ფორუმზე “ქართულ ოცნებისა” და რუსეთის კონსოლიდაციაზე ისაუბრა

October 13, 2026
სალომე ზურაბიშვილმა უსაფრთხოების ფორუმზე “ქართულ ოცნებისა” და რუსეთის კონსოლიდაციაზე ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საბოლოო დამარცხება აუცილებელია როგორც უკრაინის გამარჯვებისთვის, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ დემოკრატია და იმპერიული ამბიციები ერთმანეთთან შეუთავსებელია, ხოლო რუსეთის დღევანდელი სახით შენარჩუნება საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი ხელისუფლების ანტიევროპული კურსი მოსკოვში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული და „ქართული ოცნება“ რუსეთის სისუსტის ნიშნების გამოჩენისას მანევრირებას იწყებს.

“გეთანხმებით, რუსეთმა წააგო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საბოლოოდ გასაფორმებელია.
და ამას ძალიან კარგად ვხედავთ საქართველოში, სადაც ეს რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა საქართველოში უკვე აკრძალულია. მაგრამ რეჟიმი, ყოველ ჯერზე, როცა ჩნდება განცდა, რომ მოსკოვში სისუსტეა, იწყებს მანევრირებას.
სინამდვილეში, მათი კონსოლიდაცია, როგორც ანტიევროპული ძალისა, 2021 წლის ზაფხულიდან ხდება, დაახლოებით იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას იღებს.

ძალიან რთულია წარმოიდგინო დემოკრატიული რუსეთი, რომელიც კვლავაც მსოფლიოს ტერიტორიის ერთ მეშვიდედს მოიცავს.

შეუძლებელია ერთდროულად იყო დემოკრატიული სახელმწიფო და იმპერია. სწორედ ეს გვასწავლა ისტორიამ.

ამიტომ რუსეთის დამარცხების წინაშე შიში არ უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ.

დიახ, რუსეთი დამარცხდება, რუსეთი უნდა დამარცხდეს. და უკრაინას ახლა ამ გამარჯვების მთავარი ტვირთი საკუთარ მხრებზე აწევს. მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ბოლომდე.

მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხე სწორედ ის იქნება, თუკი რუსეთი დარჩება ისეთი, როგორიც დღეს არის და ეს სახიფათოა არა მხოლოდ ჩვენთვის, ვინც რუსეთის გარშემო ვიმყოფებით.

ეს სახიფათოა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებამდეც მიღწევა დღეს უკვე ყველა ახალი ტექნოლოგიის საშუალებით არის შესაძლებელი.

რუსეთის ჰიბრიდულ ომს შეუძლია გაცილებით შორს წასვლა.
ამიტომ უნდა არსებობდეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მივიდეთ. ავტორიტარიზმზე დემოკრატიის სრულ გამარჯვებამდე” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სახლები ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ“ – ხმაური ბათუმში ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
  • ავარია მოხდა ქუთაისში,”სამტრედიის ხიდთან”
  • GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge