Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახლები ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ“ – ხმაური ბათუმში ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

October 13, 2026
“სახლები ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ“ – ხმაური ბათუმში ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

ბა­თუმ­ში, ბე­სი­კის ქუ­ჩის N81-ში მცხოვ­რებ­ლე­ბი მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას ითხო­ვენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 1200 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე 26-სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­მაც მო­მიჯ­ნა­ვე სახ­ლე­ბი­სა და ეზო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მო­სახ­ლე­ო­ბა ბა­თუ­მის მე­რი­ის­გან სა­კი­თხის შეს­წავ­ლას და იმის და­დას­ტუ­რე­ბას ითხოვს, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

“მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას ვი­თხოვთ. ბა­თუ­მის მე­რი­ამ სა­კი­თხი შე­ის­წავ­ლოს და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა და­დოს, რომ სახ­ლე­ბი უსაფრ­თხო­დაა. 1200 კვად­რა­ტულ მეტრზე 26 სარ­თუ­ლი შენ­დე­ბა. მშე­ნე­ბელს სა­სა­ცი­ლო არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­და, გვი­თხრა: და­მიმ­ტკი­ცე, ჩემ­გან რომ არის ზი­ა­ნი მო­ყე­ნე­ბუ­ლიო… და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ეზო და სახ­ლი, ში­შით ვცხოვ­რობთ“, – აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი თე­მურ ჯი­ჯა­ვა­ძე.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცია “ლელო – სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი ვაჟა დარ­ჩია გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტესტს შე­უ­ერ­თდა. მისი გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტი პროგ­რა­მა “ბა­თუ­მი ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბის გა­რე­შე“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მშე­ნებ­ლო­ბა მო­მიჯ­ნა­ვე ნა­გე­ბო­ბებს თა­ვად აქ­ცევს ავა­რი­უ­ლად, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­რი­ას ეკის­რე­ბა.

საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის, ვაჟა დარ­ჩი­ას გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნია ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მა­ნამ­დე ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბი აიღო, 26-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბას გეგ­მავს, სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ კი მე­ზო­ბე­ლი სახ­ლე­ბიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.
“კომ­პა­ნია 26 სარ­თუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს. მშე­ნებ­ლო­ბის ად­გილ­ზე სახ­ლე­ბი ავა­რი­უ­ლი იყო, რომ­ლე­ბიც აი­ღეს, თუმ­ცა უცებ შე­იქ­მნა რე­ა­ლო­ბა, რომ ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მო­მიჯ­ნა­ვე სახ­ლე­ბიც ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მე­რია თით­ქოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზრუ­ნავს და აცხა­დებს, რომ არ აპი­რებს, მო­სახ­ლე­ო­ბამ ავა­რი­ულ სახ­ლებ­ში იცხოვ­როს, თუმ­ცა ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ იყო ავა­რი­უ­ლი, ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიჰ­ყავთ… აქ მე­რი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მო­სახ­ლე­ო­ბა ითხოვს, შე­ჩერ­დეს მშე­ნებ­ლო­ბა და მოხ­დეს იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი მათი სა­ცხოვ­რი­სის­თვის უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა“, – აცხა­დებს ვაჟა დარ­ჩია.

ბა­თუ­მის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია ბე­სი­კის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტესტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბე­სი­კის ქუ­ჩის №81-ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, პრო­ექ­ტის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ ინ­სპექ­ცი­ის მი­თი­თე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზი გა­მო­ას­წო­რა, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა შე­წყდა. რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვას, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დარ­ღვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

“ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­სი­კის ქუ­ჩის #81-ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­ექ­ტის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მი­თი­თე­ბა და გა­მო­ას­წო­რა გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვა, რის შემ­დე­გაც საქ­მის წარ­მო­ე­ბა შე­წყდა.

რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვას, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დარ­ღვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

სხვა სა­კი­თხებ­ზე დას­კვნა შე­სა­ბა­მის­მა ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა მო­ამ­ზა­დოს. თუ ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, კომ­პა­ნი­ას შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და­ე­ვა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას სა­კი­თხის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, მა­სა­ლე­ბი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში აქვს გა­დაგ­ზავ­ნი­ლი. ამ ეტაპ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბი­ან, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, რამ გა­მო­იწ­ვია მი­წი­სა და შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ჩე­ნი­ლი ბზა­რე­ბი”,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება თავისუფალი არჩევანი ვერ იქნება – პაატა მანჯგალაძე
  • “სახლები ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ“ – ხმაური ბათუმში ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
  • ავარია მოხდა ქუთაისში,”სამტრედიის ხიდთან”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge