თელავში, ყამბარაშვილის სამშობიაროში მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა კახეთის ხმა ავრცელებს და წერს, რომ ქალი წარმოშობით სოფელ ყარაჯალიდან იყო. ამ დროისთვის შემთხვევის გარემოებებისა და გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
