Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – რას ამბობენ კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები

September 22, 2026
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – რას ამბობენ კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები

განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით სწავლის ვალდებულება კერძო სკოლებსაც აქვთ, თუმცა მათ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, სახელმძღვანელოები უნდა შეიძინონ.

როგორც კერძო სკოლების მშობლები EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს “საგანმანათლებლო რესურსებმა” ეს პროცესი მათთვის პრობლემურად დააორგანიზა. სახელმძღვანელოების შეძენა თბილისში მხოლოდ ერთ მისამართზე, მხოლოდ მოსწავლის მშობელს, მხოლოდ მოსწავლის პირადი ნომრის მიწოდებითა და შესაბამისი გაფორმების საფუძველზე შეუძლია.

“ორი დღის წინ მასწავლებელმა შეგვატყობინა, რომ თბილისში მხოლოდ “ქარვასლაში” შეგვიძლია წიგნების შეძენა და დღეს თბილისის “ქარვასლაში” ასეთ გრძელ რიგში გვიწევს მშობლებს დგომა, ვინ ურიგოდ შედის, ვინ ერთმანეთს ეჩხუბება… სრული ქაოსია. ჩემი შვილის კლასელის დედამ თანხა გამომატანა, რომ ერთად შეგვეძინა სახელმძღვანელოები და ამაზეც უარი მითხრეს, მშობელი უნდა მოვიდეს და თავად შეიძინოსო. იქნებ კურიერს მინდა მოვატანინო, იქნებ ვერ გავდივარ ადგილზე, ეს ხომ უსამართლო ვითარებაა?! რატომ არ შეიძლებოდა, განათლების სამინისტროს სკოლისთვის გადაეცა ეს სახელმძღვანელოები და შემდეგ შეგვეძინა? ასე გვპასუხობენ, რომ გარეშე პირები სარგებლობდნენ ამ წიგნებით და ამიტომ დაწესდა პირადი ნომრით შესყიდვაო. ჩემ წინ მდგომ მშობელს ისიც უთხრა მაღაზიის მოლარემ, რომ მარაგი იწურება, ეს ნორმალურია?”, – გვითხრა დღეს თბილისის “ქარვასლის” რიგში მდგომმა მშობელმა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ შპს “საგანმანათლებლო რესურსებში” გაარკვია, სახელმძღვანელოების რეალიზაციისთვის პუნქტები ეტაპობრივად უნდა გაიხსნას. 22 სექტემბრის მდგომარეობით, სარეალიზაციო პუნქტი გახსნილია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის “ქარვასლაში”. დაგეგმილია პუნქტის გახსნა გორის სავაჭრო ცენტრში, თბილისში – გლდანში და საზოგადოება ზუსტ მისამართსა და სივრცის სახელწოდებას ამის შემდეგ შეიტყობს.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წიგნის დაზიანების შემთხვევაში, დამოუკიდებლად ახალ სახელმძღვანელოს ვეღარ შეიძენენ და ჯერ სკოლას უნდა მიმართონ, რომელიც თავის მხრივ, ინფორმაციას “საგანმანათლებლო რესურსებს” მიაწვდის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა – ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
  • სკანდალი შოტლანდიაში – ორი ქართველი სპორტსმენი გაუპატიურების ბრალდებით იძებნება
  • ახალი დეტალები ძმები ფეიქრიშვილების დაკავების შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge