Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

სკანდალი შოტლანდიაში – ორი ქართველი სპორტსმენი გაუპატიურების ბრალდებით იძებნება

September 22, 2026
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

შოტლანდიის პოლიცია საქართველოს კერლინგის ეროვნული ნაკრების ორ წევრს ეძებს, რომლებსაც შოტლანდიელი ქალის გაუპატიურებაში ედებათ ბრალი, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ და მიიმალნენ.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის შოტლანდიური ბიუროს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ დამფრისში მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ევროპის კერლინგის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობდა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა ღამის კლუბის საპირფარეშოს კაბინაში ქალი შეათრიეს, პირზე ხელი ააფარეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.

გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ სხვა ქალების დაჟინებული თვალიერება, ქალთა საპირფარეშოში შეყოლა და მათი მობილური ტელეფონით ფარულად გადაღება.

საქმის მასალების მიხედვით, სპორტსმენები ერთ-ერთი ადგილობრივი პაბიდან ქალებს უკან აედევნენ, აგრესიულად იქცეოდნენ, დაწესებულების პერსონალს დაუპირისპირდნენ და გაძევების შემდეგ შენობაში დაბრუნებას ცდილობდნენ.

ქალების მიზანმიმართული ადევნების ფაქტები დამფრისის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც დაფიქსირდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორივე ბრალდებული ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანშია რეგისტრირებული.

ცნობილია, რომ ბრალდებულები სასამართლო პროცესამდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი, თუმცა გასულ კვირას კილმარნოკის უმაღლეს სასამართლოში დაგეგმილ სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც მოსამართლემ მათი დაკავების ორდერი გასცა.

„გაცემულია დაპატიმრების ორდერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შოტლანდიის პოლიციაში.

მომხდარი სკანდალის გამო, საქართველოს ნაკრებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კერლინგის მსოფლიო ფედერაციაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულები ნამდვილად იყვნენ ეროვნული გუნდის წევრები და ევროპის ჩემპიონატის C-დივიზიონში უნდა ეასპარეზათ.

ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან 11 700-ზე მეტი უცხოელი დამნაშავე (მათ შორის მკვლელები და მოძალადეები) დაადეპორტეს.

უწყების განცხადებით, ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც ბრიტანეთში პატიმრობა მიესჯება, დაუყოვნებლივ ექვემდებარება დეპორტაციას და ქვეყანაში დაბრუნება სამუდამოდ ეკრძალება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა” – სალომე სამადაშვილი
  • კახა კუკავა ამბობს, რომ ძმები ფეიქრიშვილები დაკავებულები იყვნენ და რამდენიმე თვის წინ “ბერა ივანიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს”
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge