შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც მან დღეს ევროკავშირთან მიმართებით გააკეთეა, “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ეხმაურება. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ევროკავშირის მიმართ უნდობლობის ჩამოყალიბებას ცდილობს და ამ გზავნილებით იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში რუსული ოფიციალური პირები ავრცელებენ.
“ქართული ოცნება” დღეს ამ განცხადებით ცდილობს ნელ-ნელა საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ევროკავშირმა დაკარგა ის ფუნდამენტური ღირებულება, რაც ჰქონდა და საერთოდ აღარ არის მიმზიდველი საქართველოსთვის. მაგრამ ამავდროულად, ეს განცხადებაც “ქართული ოცნების” წიაღში არ გაჩენილა – ზუსტად იგივე შედარება, ზუსტად იგივე ნახატი, რაც გამოდო პაპუაშვილმა და იგივე კონტექსტი გაავრცელა რუსეთმა ჯერ 2023 წელს ლავროვის პირით, შემდეგ უკვე ზახაროვას პირით და ბოლოს უკვე კონფერენცია მიუძღვნეს, ივნისში, ეკონომიკური ფორუმი, სადაც საუბრობდნენ ევროკავშირის ღირებულებისგან დაცლაზე, ის, რომ თითქოს ევროპა მოიპარეს ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლებმა, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს.
