თელავის რაიონულ სასამართლოში რუსი ტურისტი ქალის ცემის საქმეზე დაკავებული კაცის პროცესი იწყება – სხდომას მოსამართლე თამარ კაპანაძე წუთი-წუთზე გახსნის. გიორგი ჭიღლაძე გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან უკვე ეტაპირებულია სასამართლოში.
დღეს საქმის პროკურორმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბრალდება გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაოს მოითხოვს.
ასევე პროკურორმა დღეს მედიას უთხრა, რომ თუ გამოძიების პროცესში რუსი ტურისტების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გამოიკვეთება, ამას პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“მოთხოვნილია გირაო 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათ შორის ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირების გამოკითხვები, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე გამოთხოვილია და საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია სხვადასხვა ფაქტის ამსახველი ჩანაწერი. ამ ეტყაპზე გამოძიებით დადგენილია ბრლდებულისგან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის აღნიშნული ქალბატონების მიმართაც გამოძიების მიმდინარეობისას თუ გამოიკვეთება რაიმე ქმედების ჩადენა -ეს იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კატეგორიიის, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – აცხადებს პროკურორი.
