რა სიტუაციაა დღეს მსახიობებში და აქვთ თუარა საკმარისი შემოსავალი?
საკმარისი შერმოსავალი მსახიობებს დღევანდელ დღეს ნამდვილად არ აქვთ. ხელოვნების სფეროში საერთოდ ასეა, მხატვრებიც არ იყიდებიან – ამ სფეროს აქვს საერთოდ ძალიან მძიმე მდგომარეობა. რაც არ უნდა სპექტაკლები დაიდგას, შენ თუ სახელმწიფო თეატრში ხარ იღებ იმ მოჭრილ ხელფასს რომელიც მაღალი არ არის. თეატრში ხელფასი არის საარსებო მინიმუმი. პერსპექტივაში, რომ გითხრა რომ ამ სიტუაციას რამე ეშველება – მე ამას ჯერ ვერ ვხედავ და ღმერთმა ქნას, რომ ოდესმე წამოვიდეს თაობა, რომელიც დაფასდება თეატრში და ბევრად უფრო მაღალანაზღაურებადი იქნება. ისიც არასწორია, რომ ადამიანს რომელიც ერთხელ ავიდა სცენაზე და შენ რომელიც მთელი ცხოვრებაა ამ სფეროში მუშაობ ერთნაირი ხელფასი გაქვთ. არიან თეატრის „ქურუმები“, მაგრამ ეს არის უკვე ის თაობა, რომელმაც მართლა დაიმსახურა ეს ყველაფერი, მართლა ბევრი გააკეთა შენი ქვეყნისთვის, შენი თეატრისთვის – თუ მათი ხელფასი ითვლება მაღალ ხელფასად მაშინ მოდი ჩავთვალოთ, რომ ასეა, მაგრამ ესეც კი ცოტათი სასაცილოა.
რა არის თქვენი საოცნებო და ყველაზე საყვარელი როლი?
მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი “პეპი გრძელ წინდაზე”, “ბაბაიაგებზე” და რაღაცეებზე. რასაკვირველია უამრავი როლი მაქვს შესრულებული თეატრშიც, მაგრამ საყვარელი როლი, რომელიც მე თითქმის ბოლოს ვითამაშე ეს იყო ქალბატონი ვერიკოს თეატრში, ქალბატონი სოფიკო კოშკაძის მიწვევით ეს იყო დრამატურგი დარიო ფოს პიესა „ფანტაზიორკა“, რომელი გამოვიდა ფანტასტიური. იქ ვიყავი მარტო, ჰამაკი და მე. მინდა გითხრათ, რომ ალბათ ის გახდა ჩემი ცხოვრების დასკვნითი ეტაპი, მე ვითამაშე ის რასაც მთელი ცხოვრება ვატარებდი. ვიყავი მხოლოდ მე, მონოლოგი და ჰამაკი. დარიო ფოს აგენტი მჯდარა თურმე ამ სპექტაკლზე, გადაუღია ბევრი ფოტოები და პატარ-პატარა ვიდეოები დამიკავშირდა იტალიიდან და მთხოვა მთელი ჩანაწერი გამეგზავნა. როგორც ყოველთვის ის ჩანაწერი იყო დაკარგული. შემდეგ მთხოვა სპექტაკლის აღდგენა, მაგრამ მივხვდი, რომ აღდეგენა ალბათ უკვე განვლილი ეტაპია რადგან გაიწელა უკვე ამდენი ხანია.
ამბობენ, რომ შვილების მიმართ ხართ ძალიან კრიტიკული. დღემდე ასეა? რატომ?
მე ძალიან მკაცრი ვარ ყველა ჩემი ახლობლის მიმართ, რომელებიც სცენაზე დგანან. მე მინდა, რომ ის კარგი იყოს, მინდა რომ კარგად მეტყველებდეს, მინდა რომ კარგად თამაშობდეს იმიტომ, რომ თუ სხვას რაღაცას პატიობს მაყურებელი ჩემსას არ აპატიებს და არც უნდა აპატიოს, არც აქვს საპატიებელი. ჩემს შვილებს ჯერ არ შეუსრულებიათ ის როლი რასაც იმსახურებენ და რასაც მათი პოტენციალი იძლევა. აუცილებლად უნდა აკრიტიკო. დღეს შეიცვალა მეტყველების მანერა, ძალიან არასწორად საუბრობენ და მე ეს ყველაფერი არ მომწონს იმიტომ, რომ შენ ხარ სახე შენი ქვეყნის, შენ ხარ შენი მაყურებლის სახე, შენ ხარ ახალგაზრდების სახე, რომელმაც შენგან უნდა აიღოს მაგალითი. სცენა არის ყველაფრის მაჩვენებელი, მთქმელი და გამზრდელი.
გავბედე და მივედი ერთ ტელეწამყვანთან, ნუკი კოშკელიშვილთან და შევაქე ძლიან, ისეთი გაკვირვებული მიყურებდა – “ვაიმე თამარ შენგან შექება ჩემთვის თითქმის გაამრჯვების ტოლფასიაო, იმიტომ, რომ ვიცი შენი კრიტიკული შეფასებაო”.
მე არ ვეძებ მაინც და მაინც რამეს, მე ვიძლევი სწორედ იმ შენიშვნებს, რომლებცი არ მინდა რომ განმეორდეს. არ მომწონს ის რც ხდება დღეს ტელესივრცეში. გასაგებია რომ ეს ყველაფერი მასების „დამონებისთვის“ ხდება, მაგრამ ეს დაბალი ნიშა მე არ მომწონს და მირჩევნია იყოს საგანმანათლებლო, ხალისიანი თუ არ მოგოწონს ეს მაშინ საერთოდ ნუ მიდიხარ ტელევიზიაში, ნუ მიდიხარ თეატრში, დაჯექი სახლში.
16 და 20 ივნისს აქციები იგეგმება, რომელიმე აქციაზე თუ აპირებთ წასვლას და რომელზე?
მაგისთვის დროს ვერ დავხარჯავ, მაგ დღეს ჩემს ახლობლებს და ჩემს მეგობრებს უფრო გამოვადგები ვიდრე დავდგე და ვიყვირო, მაინც არავინ არ მომისმენს. როგორც ჯუანშერი იტყოდა “ადამიანის ჭკუა ინწრო არს” – ასე არის ჩვენი ერიც. ჩვენი ჭკუა ინწრო არს. რა ევრკავშირი როდესაც თავზე ქვეყანა გვენგრევა.