აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.
„პატივცემულო აიათოლა ხამენეი, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე არჩევას. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სამძიმარი თქვენი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლობასა და მეგობრობაში ცხოვრობდნენ.
გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას. მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.
