„ზურაბ ჭავჭავაძის 50-ში ამ დილით მოხდა გაზის გაჟონვის ფაქტი. წინასწარი ვარაუდით, რამაც გამოიწვია აფეთქება. დაზიანებულია კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მოხდა ეს დაზიანება. მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ცხოვრობდა ამ კორპუსში, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტურია. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა აფეთქება. ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ცოტა ხანში მოვლენ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც დაადასტურებენ კორპუსის მდგრადობას და რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს ამ ეტაპზე. ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომლებსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები” ამბობს ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას დღეს დილით საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით
ქუთაისში, 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია – ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
