ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა გაზის გაჟონვისა და აფეთქების შემთხვევებმა, მათ შორის ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გაამძაფრა საზოგადოების შიში გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ თემას სოციალურ ქსელში ბიზნესვუმენი თამო ვაშალომიძეც გამოეხმაურა.
როგორც ის ამბობს, ახალ სახლში გადასვლის შემდეგ უკვე ოთხი თვეა, ძილის წინ ძლიერი შიში ეუფლება. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმწვავდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სახლში გაზის სუნი იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ გაჟონვის ადგილები შეაკეთეს, ვაშალომიძე კვლავ ნერვიულობს და გაზის ხელახლა შემოწმებას გეგმავს.მისი თქმით, შიშის გამო ზოგჯერ გათენებას ელოდება, რათა დამშვიდდეს და დარწმუნდეს, რომ საფრთხე აღარ არსებობს. ბიზნესვუმენი აღიარებს, რომ ვიდეოს ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოველ ჯერზე შლიდა, რადგან არ სურდა ამ თემაზე საუბარი.
იხილეთ ვიდეო …
