Monday, March 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს ტრაგედიაა, სერგო ორჯონიკიძის საქმის გაგრძელებაა, რასაც აკეთებს ეს ქალბატონი”- ირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელზე

March 9, 2026
“რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად მისულ პოლიტიკოსებზე, მათ შორის თინა ხიდაშელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, ერთ დღეში კი მისი უარყოფა სცადა და დაადასტურა, რომ ტყუილი თქვა. კობახიძის თქმით, როცა ადამიანს საკუთარი ტყუილის უარყოფა უწევს, ეს მიუთითებს მიზანმიმართულ მოქმედებაზე, რომელიც აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისი შეფასებით, ეს „ტრაგედიაა“ და სერგო ორჯონიკიძის საქმის გაგრძელებას წარმოადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოს, გივი თარგამაძის დაბარების შესახებ სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურებებს, ირაკლი კობახიძე მას იაფფასიან კამპანიას უწოდებს.

„რეალურად, აბსოლუტურად იაფფასიანია ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, ვერავითარი რეალური დატვირთვა ვერ ექნება. არის კონკრეტული გამოძიება, თუ არ ვცდები, ეს არის ამ პროცესის სტატუსი და რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ სრული ინფორმაცია. აქ საქმე ეხება, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს, აქედან გამომდინარე, შესაბამისი პროცედურები უნდა წარიმართოს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს მოსაზრებას, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება ოპოზიციის დაშინებაა, კობახიძე პასუხობს, რომ „ესეც არის, ბუნებრივია, საქართველოს მტრობა“.

„ესეც არის, ბუნებრივია, საქართველოს მტრობა, ამიტომ ვსაუბრობთ, ჩვენ იმაზე, რომ არ შეიძლება უცხოელმა აგენტებმა საქართველოში განსაზღვრონ რაიმე პოლიტიკური კუთხით. მათ შორის, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ჯერ ჰქონდათ კამპანია რუსეთთან დაკავშირებით, დადასტურდა ყოველ ჯერზე, რომ ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტური ტყუილი, თუმცა მაინც აგრძელებდნენ და მე მგონი, დღემდე აგრძელებენ. რაც შეეხება ირანს, ირანთან რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები ნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1,4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის ეს არის ტყუილი და მეორე- ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დააზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა, რა აზრი უტრიალებთ ამ ადამიანებს ეს არის აბსოლუტურად ცხადი. ეს მონაცემები უკვე ადასტურებს იმას, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი. სანქციების გვერდის ავლა, ნახევარ პროცენტიანიც რომ არ არის ჩვენი ექსპორტი და 1,4% რომ არის იმპორტი, არის სრული ტყუილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ასეთ პირობებშიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას. ამიტომ ვამბობთ, ჩვენ, მარტივად, რომ ესენი არიან უცხოელი აგენტები, საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ.

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა. ერთ დღეში დაადასტურა, რომ ტყუილი თქვა. თქვა, რომ თითქოს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. წინა დღეს, თუ ორი დღით ადრე ჰქონდა გაკეთებული, ეს განცხადება საჯაროა და გავრცელდა კიდეც. ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, სერგო ორჯონიკიძის საქმის გაგრძელებაა, რასაც აკეთებს ეს ქალბატონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ირანის საელჩოსთან შეკრებილ ადამიანებს და მათ მოწოდებებს.

„საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბება ხოლმე ასი ადამიანი და აკეთებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ყველაფერს მართვა სჭირდება. როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული და როდესაც აქ ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს რაღაც დააბრალოს, აქედან ჩანს, რა მძიმეა უცხოელი აგენტის ბედი, რა მძიმეა ახალი ქართველის – სერგო ორჯონიკიძეების ბედი. ეს ადამიანები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, თინა ხიდაშელი და ა.შ. არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე იყო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე, სხვას ვერაფერს შევადარებ“, -განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა ამ განცხადებით ის სუს-ს ამ პირების დაჭერისკენ, კობახიძემ ასე უპასუხა: „სადმე ვახსენე, ახლა, მე დაჭერა“, ხოლო, თუ ისინი სამშობლოს მოღალატეები არიან, „ამას სჭირდება სამართლებრივი სტანდარტით დამტკიცება“.

„ამას სჭირდება სამართლებრივი სტანდარტით დამტკიცება, მაგრამ პოლიტიკურ სტანდარტით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სუს-ში გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თელავში მანქანა ქვეითს დაეჯახა – როგორია დაშავებულის მდგომარეობა
  • ანი ნადარეიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge