Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია“ – შალვა პაპუაშვილი

March 9, 2026
„სიბრძნე ისაა, გზა მანამდე დაინახო, ვიდრე ურემი გადაბრუნდება, სწორედ ეს შევძელით ჩვენ“ – შალვა პაპუაშვილი

ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟს შეეხებოდა, შალვა პაპუაშვილი ასე გამოეხმაურა: „ამ სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა. აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად, ალბათ ასეთი სცენები გვაქვს ნანახი“. რეპორტაჟში აღნიშნული იყო, რომ ნინო ლომჯარიამ საელჩოს შენობა დიპლომატიური ავტომობილით დატოვა, რათა მედიის კითხვებისთვის არ ეპასუხა.

გარდა ამისა, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა პეტერ ფიშერმა სამ წელიწადში დაანგრია“.

„ამ სცენას ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა. აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად, ალბათ ასეთი სცენები გვაქვს ნანახი. ასე რომ, იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა ამაში. ვხედავთ ბატონი პეტერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვიცნობთ ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციების შეჯერებით მე ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ბატონი პეტერისგან ვხედავთ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. არ ვიცი, რატომ აქვს მას ასეთი დამოკიდებულება, გარკვეული ზიზღი „ქართული ოცნებისა“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. მე მინდა ბატონ პეტერს ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“, მის ამომრჩეველს ნუ ხდის ზიზღის ობიექტად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სწორია, ზიზღის ობიექტად წარმოსახო საქართველო, მისი მოსახლეობა, მისი ხელისუფლება. სამწუხაროდ, მის პოზიციებში, მის გამონათქვამებში ეს ზიზღი ძალიან ნათლად ჩანს, რაც საკმაოდ მძიმეა. იმის ფონზე რა პარტნიორობაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობდა, დღეს გვყავს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს გერმანიას და რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს ფაქტობრივად, მის პიროვნულ დონეზე ზიზღის პოზიციას „ქართული ოცნების“, ხელისუფლების, მისი ამომრჩევლების მიმართ. სულ აპელირებს თეორიულ, წარმოსახვით საქართველოზე, რომელიც ყოველდღე მას ხვდება და ემადლიერება, ამით უნდა დაიმშვიდოს თავი.

არ არის სწორი, რომ ზიზღის ობიექტი გახადო საქართველო, ქართველი ხალხი, მისი ხელისუფლება, ეს არ არის ევროპული საქციელი, ევროპული მიდგომა. ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. სამწუხარო მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს უკვე უიმედო შემთხვევაა. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ივნისს, როცა ის წავა საქართველოდან. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადამიანი, ვინც ჩამოვა, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა საქართველოსა და გერმანიას შორის ამ ადამიანმა სამ წელიწადში დაანგრია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge