Thursday, May 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება – საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

February 26, 2025
იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება – საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეს ზომა მხოლოდ დროებით იმოქმედებს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. დავით უტიაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალიებს.

“შედარებით სუსტი იყო იპოთეკური კრედიტების ზრდა და ის წლიურად 10%-ზე ნაკლები იყო იანვარში.ასევე შევაფასეთ რომ უძრავი ქონების ბაზარზე მშპ-ის ზრდის ნორმალიზების საპასუხოდ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც არის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი გავზარდოთ 85%-დან 90%-მდე. ეს ნიშნავს რომ მომხმარებელს მოუწევს სესხის აღების დროს ბინის ღირებულების 10% დადოს თავად და 90% ისესხოს, ვიდრე ეს იყო 15% და 85% ყოფილიყო ბანკის სესხი. ვფიქრობთ რომ ეს ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის მდგრად აქტივობას და გაზრდის მოსახლეობისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობას,”- აღნიშნავს უტიაშვილი.

კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარკეთილში, ავტოსადგომიდან მიკროავტობუსის გატაცებისა და 4 მანქანის დამტვრევის საქმეზე 2 პირი დააკავეს
  • ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა – არიან დაშავებულები
  • „ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენს გავაჩენ-მეთქი“ – გეგმავს თუ არა ნანუკა გულუა მეოთხე შვილის გაჩენას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge