7 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს.
„სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), აბაშვილის, შუამთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ღიმილის უბნის, გახოკიძის, თაყაიშვილის, ზედგენიძის და ჯავრიშვილის ქუჩების მოსახლეობას”,- ნათქვამა განცხადებაში.
