მშვილდოსანი
მარტოხელა მშვილდოსნებო, მზად ხართ პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის? როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა აპრილში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის, წარსულის იმედგაცრუებების დავიწყებაში დაგეხმარებათ და თქვენთან ერთად სასიამოვნო თავგადასავალს შექმნის. თუმცა, მნიშვნელოვანია, თავად იყოთ მზად ურთიერთობისთვის და წარსულის ნეგატიურ გამოცდილებას თავი დააღწიოთ. აპრილის დასაწყისი გამორჩეული პერიოდია. შესაძლოა, სწორედ ამ დროს მოხდეს შეხვედრა, რომელიც სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ.
თევზები
რეტროგრადული მერკური გიბიძგებთ, რომ უფრო რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ და ცხადად წარმოიდგინოთ ის, რაც გინდათ, რომ გამოგივიდეთ. აპრილის ბოლოსკენ კი რეალურ ცვლილებებს იგრძნობთ. მზის დაბნელება თქვენს ფინანსურ სახლში გაივლის. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს, ახალი შეთავაზება მიიღოთ, ფინანსების მოძიების დამატებითი წყაროები ნახოთ, ან კიდევ სამსახურში შეიცვალოთ პოზიცია და დაწინაურდეთ.
თხის რქა
დაბნელების დერეფანი საბოლოოდ გაჩვენებთ, რომ უკვე დროა, სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსი იპოვოთ და საკუთარი თავი მხოლოდ საქმეს არ მიუძღვნათ. გახსოვდეთ, რომ დასვენების გარეშე, მოტივაციას დაკარგავთ და საუკეთესო შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. აპრილში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს და მათგანაც დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ეს კი დაგეხმარებათ, რომ გააკეთოთ ის საქმეები, რომლებიც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ. გარდა ამისა, გექნებათ შანსი, საბოლოოდ აღმოფხვრათ კონფლიქტი თქვენთვის ახლობელ ადამიანთან და ბავშვობის წყენაზე დადებითი ემოციებით გაიმარჯვოთ.
ვერძი
2024 წლის აპრილში ყველა სფეროში ზრდისა და წარმატების დროა! ეს თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და გამორჩეული პერიოდია, როცა წარმატების მიღწევა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით შეგეძლებათ. თვის დასაწყისში მზე, მთვარე, პლანეტა ვენერა და მერკური თქვენს ნიშანში იქნება. საკუთარ მიზნებს უფრო ნათლად დაინახავთ და მათ მისაღწევად მყარ ნაბიჯებსაც გადადგამთ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, დროა, საოცნებო საქმეები წამოიწყოთ!