ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:
“თურმე შარზე ვართ სკოლების გახსნას ვინც ვითხოვდით გუშინ და ახლა გახსნით ვართ უკმაყოფილო;
ანუ იგივეა, სადმე წასვლა რომ გინდოდეს, მძღოლმა ავარიაში მოგახვედროს და უმადური ხარო მოგაძახოს.
როცა სკოლის დირექტორები ჟურნალისტებისგან გებულობენ რომ სკოლა იხსნება; როცა საპირფარეშოებიც კი არაა წესრიგში; არანაირი სანიტარული გეგმა არ არსებობს, როცა მასწავლებლები მხრებს იჩეჩავენ და გონზე არ არიან რა უნდა ქნან. როცა გაუგებარია ონლაინ და არა ონლაინ გაკვეთილები როგორ უნდა ჩაატარონ ერთდროულად (თუ არჩევანის საშუალებ იქნება), როცა არ არსებობს არანაირი გეგმა, როგორ არ უნდა მოხვდეს ბევრი ბავშვი ერთდრულად ერთ სივრცეში, როგორ უნდა დაიცვან დისტანცია.
არსებობს მხოლოდ „კაი ტიპობის სურვილი“ და სახლში ამოქოლილი, დანევროზებული ბავშვები და უკმაყოფილო მშობლები – აი, ასეთი „გახსნა“ რომ არ აღაფრთოვანებს ვინმეს რატომაა ეს გასაოცარი და საკვირველება” – წერს ჟურნალისტი.