ეს სასმელი „სასის წყლის“ სახელით არის ცნობილი და მთელ მსოფლიოში დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო დეტოქს სასმელად. მისი მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 4, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში.
ინგრედიენტები
კიტრი – 1 ც
ლიმონი – 1 ც
პიტნა
ჯანჯაფილი – 10 გ
წყალი – 2 ლ
მომზადების წესი
10-15 გ წონის ჯანჯაფილს გააცალეთ კანი და გახეხეთ. საშუალო ზომის კიტრი და ლიმონი თხელ ნაჭრებად დაჭერით. ეს ყველაფერი გადაიტანეთ 3-ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ პიტნის ფოთლები (5-7 ც) და დაასხით 2 ლ წყალი. ქილას თავი დაახურეთ და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.
მეორე დღიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მიღება.
წყარო: გემრიელია
