ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი კულტურის ყოფილ მინისტრს უჩივის.
ფრიდონ სულაბერიძის სახელით დღეს მისი შვილი საუბრობს, რომელიც ითხოვს სასამართლოს იმ სარჩელის განხილვას, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დარეგისტრიდა.
სულაბერიძები რუხაძეს ანსამბლ რუსთავის შიდა საქმეებში ჩარევასა და მოცეკვავეების უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
სულაბერიძის ვაჟის მონაყოლით ირკვევა, რომ კულტურის ექს მინისტრის კაბინეტში ხმაურიანი გარჩევაც შედგა.
მამაჩემს, მთავარ ქორეოგრაფს, არაფრის საქმის კურსში არ აყენებდა. დადგა მომენტი, როდესაც დაიბარა თინათინ რუხაძემ მამაჩემი კულტურის სამინისტროში, იქ გაიმართა საუბრები ანსამბლ რუსთავის კეთილდღეობაზე, თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ იჩხუბეს. ფრიდონის კანდიდატურა იყო ანსამბლ სუხიშვილების მოცეკვავე, რომელიც არის არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, მამუკა ცერცვაძე, ია მაქაცარიამ სასტიკი უარი განაცხადა, რუხაძესთან ერთად, რომ ეს ადამიანი არ იქნებოდა ფრიდონის თანამშრომლები. თინა რუხაძე იძახდა, მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ნუ მასწავლითო, შემდეგ დაიწყო მაგიდაზე ხელების დარტყმა, დაცვა გამოიძახა და გამოვიდა, წადით აქედანო. როდესაც მოვიდა კულტურის მინისტრად, ანსამბლ “რუსთავში“ მოხდა რეორგანიზაცია და ჩვენ აღარ გვიშვებდნენ. ერთი წელია, რაც მამაჩემმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ბატონი ფრიდონი ითხოვს, რომ ყველა ის პიროვნება, რომლებიც სამსახურიდან იძულებით წამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საქმიანობას და ემსახურონ ანსამბლ რუსთავს, – ამბობს ფრიდონ სულაბერიძის შვილი.
