ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლაითურის ციხეში ბადრაგმა პატიმარი გააუპატიურა – ამის შესახებ გამოცემა გურიის მოამბე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს:
💬 „პატიმარი ა. მ, რომელიც სასჯელს ლაითურის ციხეში იხდის, ბადრაგმა, ძალის გამოყენებით გააუპატიურა, შემთხვევა ამ დღეებში, ლაითურის ციხეში მოხდა” – უთხრა გამოცემას წყარომ. გურიის მოამბე ასევე წერს, რომ ამის შესახებ დაზარალებულმა ოჯახს უკვე აცნობა, თუმცა ისინი, განსაკუთრებით პატიმრის მამა, სპეცსამსახურებისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ წუთებშიც განსაკუთრებული ზეწოლისა და წნეხის ქვეშ არიან და მისგან ფაქტის მიჩქმალვასა და რეაგირებაზე უარის თქმას მოითხოვენ
