სოცოლაური ქსელში Ilich Videographer-მა პოსტი გამოაქვეყნა.
ის ქორწილში მომხდარ ავარიას ეხება.
„2 დღის წინ ქორწილში მოხდა ეს ფაქტი ფოტო და ვიდეოგრაფი იჯდა ამ მანქანაში.. სასწაულებრივად გადარჩნენ.. მორიგი ფაქტი როცა სამუშაო პროცესში იმტვრევიან ჩემი კოლეგები..
და ამ დროს დამკვეთების დიდი ნაწილი დიალოგში მალევე ახსენებს.. გზას იღე თ?? აი გზის მსვლელობა მინდა აუცილებლად.
რა გზა ხალხო… 21 საუკუნეა.. უცხოელების ქორწილებს რომ ვუყურებ გსიამოვნებს.. არაფერი ზედმეტი არ გხვდება.. ემოციები..სიყვარული..ლამაზი კადრები..აქ კი ჯიგარი მანქანას იმისთვის ქირაობს რომ “გადამღები” გზას ხო გადაუღებს.. მაპატიეთ მაგრამ ალბათ ერთერთი ყველაზე გოიმი ერი ვართ .. რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა.. დრიფტი და ლუქიდან 60 კაცი თუ არაა ამოსული ეგ ქორწილი ქორწილი არააა… გემოვნება თუ არ დაგეხვეწათ ხალხო უსაფრთხოებაზე მაინც დაფიქრდით ცოტა !
მე მაინც ვფიქრობ პირვერ რიგში ჩვენი ბრალია.. ერთიანობა რომ გვქონდეს ფოტო-ვიდეოგრაფებს და არავინ გადაგიღოთ ეს “მაიმუნობა” თქვენც ნელნელა გადაეჩვევით..
უმრავლესობა ვცსილობთ დრონით მცირე მონაკვეთის ზენოდან გადაღებით დავაკმაყოფილოთ თქვენი სურვილი, ჩემი აზრით უაზრო არაფრის მომცემი უვარგისი კადრი.
ერთი ძალიან კარგი წყვილის ქორწილი გადავიღე ცოტახნის წინ და ავტობანი დაკეტეს ლამის. ტელეფონებით ლამის ფილმი გადაიღეს გზაზე.
რამდენიმე წლის წინ ერატმა სიძემ მითხრა ჩემთბვის ქორწილი გზასთან ასოცირდება, იმენა ოცნებობდა ტიპი რომ ქორწილში გზის კადრი ექნებოდა ))
შევეშვათ ამ სისულეებს.. ცოტა წავიდეთ წინ.. ნუ დავრჩებით 90 ებში.. ან ბარემ “კუკლა” დავასკოჩოთ წინ მანქანაზე.
ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი ფოტო და ვიდეოგრაფი გყვავს ქართველებს და შეუძლიათ განსაკუთრებული ფოტოები და ვიდეო კადრები გაჩუქონ.. იყავით ფოტოსესიებზე და ლამაზ ლოკაციებზე ორიერტირებული .. თქვენი ქორწილია დღე უნდა გახსოვდეთ ემოციური და ლამაზი კადრებით და არა იმით ძმაკაცმა თქვენს გარშემო რომ იდრიფტავა და გაგაშავათ.. ან კიდევ 30 მანქანიანი კოლონით ქალაქს წრე რომ სიგნალებით შემოარტყით.
წარმატებები ყველას.
ნიკა კახეთელიძე , მალე გამოჯანმრთელება ძმაო“, – წერს ის.