საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „კომოს“ გაუტანა. მისმა „ფროსინონემ“ კი მეტოქე 2:0 დაამარცხა.
გიორგის კარგი თამაში მხედველობიდან არ გამორჩენიათ საფეხბურთო ანალიტიკოსებს, sofascore-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ნაკრები ასე გამოიყურება:
ლორენცო პალმიზანი („ფროზინონე“), ალექს ხიმენესი („ფიორენტინა“), გლაისონ ბრემერი („იუვენტუსი“), იერი მინა („კალიარი“), ნუნუ ტავარესი („ლაციო“), კრისტიან პულიშიჩი („მილანი“), მანუ კონე („რომა“), ადრიენ რაბიო („მილანი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), გუსტავო ვარელა („მონცა“).
