სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდების მხარისთვის საპროცესო გარიგების მოთხოვნით ამ ეტაპზე არ მიუმართავს. საქმე ეხება პროკურორის განცხადებას, რომელმაც დღეს თქვა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ამის სურვილი გამოთქვა, თუმცა ვინ იყო ეს ბრალდებული, არ დაუკონკრეტებია.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ამას სანდერის მისი გვერდის ავლით არ გააკეთებდა.
გამოვრიცხავ იმ ინფორმაციას, რომ ნანა სანდერსსა და ბრალდების მხარეს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით ნანას ჩემთან არ უსაბრია. გამოვრიცხავ, რომ ჩემი გვერდის ავლით მოხდა განცხადებით მიმართვა, – ამბობს ადვოკატი.
