ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა ნივთი ძალიან მოგვეწონა, ფასდაკლებაც საკმაოდ მიმზიდველად მოგვეჩვენა, თუმცა ხელფასამდე კიდევ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და მისი შეძენისგან თავი შევიკავეთ. ხელფასის ჩარიცხვის დღეს კი გაყიდული აღმოჩნდა…
ეს მცირე, მაგრამ არასასიამოვნო გულისწყვეტა ხანდახან პერმანენტულ სახეს იძენს და ჩვენს განწყობაზეც აისახება-ხოლმე, განსაკუთრებით საახალწლოდ, როცა თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი ფასდაკლებას გვთავაზობს. ჩვენც გვსურს, ჩვენი მეგობრები და საკუთარი თავიც საჩუქრებით გავანებივროთ, თუმცა როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შეზღუდული ბიუჯეტი გვაქვს?
თუ აქამდე განვადება ძირითადად ძვირადღირებული ტექნიკის შეძენასთან ასოცირდებოდა, დღეს აღნიშნული პრაქტიკა შეიცვალა. უკვე შეგვიძლია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, თავის მოვლის საშუალებები და სხვა სასურველი ნივთი თუ თავის მოვლის პროცედურა არა ერთიანი გადახდით, არამედ 6 თვემდე განვადებით შევიძინოთ შესაბამისად, როცა სასურველი ქურთუკი მხოლოდ ერთი ერთეულია დარჩენილი, ან ჩანთა, რომელსაც დიდი ხანია, ვიტრინაში ვუყურებთ, ფასდაკლებულია, ტოპ|ქარდის მეშვეობით რამდენიმე წუთში აღმოჩნდება ჩვენს ხელში. მის საფასურს კი ისე დავფარავთ ნაწილ-ნაწილ, რომ ხელფასამდე თანხასაც მოვიტოვებთ სხვა საჭიროებებისთვის.
რა თქმა უნდა, უპროცენტო განვადება ტექნიკაზეც ვრცელდება: 1-ელ გადახდაზე „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში ტოპ|ქარდის მფლობელებს თანხის 10 თვეზე გადანაწილების საშუალება აქვთ ეფექტური 0%-ით.
ტოპ|ქარდის ყველა პარტნიორ ობიექტს აქვს დადგენილი უპროცენტო განვადების ვადები, რაც იმას ნიშნავს საფასური მითითებულ ვადებზე გადანაწილებისას იყოფა თანაბრად და არ ემატება არც ერთი თეთრი. რე|ბანკის პარტნიორი ონლაინ მაღაზიების შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რა ნაბიჯები უნდა გავიაროთ, რომ უპროცენტო განვადებით ვიშოპინგოთ ონლაინ?
ტოპ|ქარდის პარტნიორ ობიექტებში პროდუქციის განვადებით შესაძენად არ გვჭირდება განაცხადის შევსება, შემდეგ ბანკისგან დასტურის ლოდინი, ფილიალში მისვლა ან სხვა დროში გაწელილი პროცედურები.
ტოპ|ქარდის მფლობელებს უკვე აქვთ კონკრეტული საკრედიტო ლიმიტი, რომლითაც შეუძლიათ, ბანკის პარტნიორი კომპანიების პროდუქციის შეძენისას ისარგებლონ, იქნება ეს ონლაინ თუ ოფლაინ. ვადები და პარტნიორების სრული ჩამონათვალი კი შეგიძლიათ, ვებ-გვერდზე იხილოთ.
რა ხდება, როცა ტოპ|ქარდის არაპარტნიორი კომპანიის პროდუქციის განვადებით შეძენა გვსურს?
როგორც პარტნიორების შემთხვევაში, ტოპ|ქარდით ვიძენთ ნივთს, ოღონდ ვალდებულება გვაქვს, რომ მისი საფასური 45 დემდე ვადაში დავფაროთ. შესაბამისად, ამ მხრივაც ჩვენზე მორგებული პირობები მოქმედებს, რომ იმ მომენტში საჭირო და სასურველი პროდუქტი შეზღუდული ბიუჯეტის გამო, ხელიდან არ გავუშვათ.
ვინ არიან ტოპ|ქარდის პარტნიორები?
თითქმის ყველა ცნობილი და პოპულარული ობიექტი, სადაც საყოფაცხოვრებო თუ კომპიუტერულ ტექნიკას, ტანსაცმელს, კოსმეტიკას, სუნამოს, სახლის აქსესუარებს და სხვა ასობით დასახელების პოროდუქციას შევიძენთ. მაგალითად, დრესაპი, მინისო, Voulez-Vous, რონიკო, დომინო, ელიტ-ელექტრონიქსი, მიჰაუსი, მეგატექნიკა, XS Toys, ბიბლუსი და სხვა.