თბილისი, გრიგოლ ფერაძის 4 ნომერი – ამ მისამართზე უკვე 2 თვეა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კონფინდენციალურობის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად დამალა ყველა ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საჯაროდ იძებნებოდა. არადა მინიჭებული საკადასტრო კოდით, 2 თვის წინ, “ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის” შესახებ, მონაცემი ხელმისწვდომი იყო.
“შაბათის ეთერმა” გაარკვია, რომ მეცნიერები შენებიდან მხოლოდ იმის გამო გამოსახალეს, რომ ნაგებობას თვალი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგა. ფაქტი გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ვახტანგ კვარაცხელიამ დაადასტურა.
გადავიდა თუ არა შენობა-ნაგებობა ოფიციალურად სუსის საკუთრებაში, არ ვიცით, რადგან ამ ინფორმაციის დამალვაზე, უკვე იზრუნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისედაც აქვს უზარმაზარი ოფისი ვაჟა ფშაველას 72 ნომერში და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ქავთარაძის ქუჩაზე.
გადამდგარი პოლკოვნიკისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილისთვის ცნობილია, რა და რატომ შენდება გრიგოლ ფერაძის 4 ნომერში. მისი თქმით, ეს იქნება მოსმენების უმსხვილესი “მონსტრი”, რომლის მსგავსსაც საქართველოში აქამდე არასდროს უმუშავია. შაიშმელაშვილი ადასტურებს მიწისქვეშა სართულების შესახებ ინფორმაციასაც და ამბობს, რომ იქ მიყურადებისა და თვალთვალის მთავარი სერვერი უნდა განათავსონ, ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ადგილას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩისნონი ხსნის, რომ დღეს საქართველოში, ოფიციალური და არაოფიციალური მოსმენების არა ერთი სამსახური მუშაობს.
ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო, ვაჟა ფშაველას გამზირზეა განთავებული, თუმცა ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, მოსმენების სამსახურის დანაყოფია ჩიტაძის ქუჩაზეც უშიშროების ყოფილ შენობაში და ფინანსურ პოლიციაშიც. ახლა ეს ყველაფერი მოსმენების ერთ გიგანტად ერთიანდება.
ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, დიღომში, მოსმენების ახალი გიგანტის შექმნის იდეა, მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მოხდა. სუს-ის ახალი საიდუმლო დანაყოფი ორი კილომეტრის რადიუსშია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან და არა ერთი დიპლომატის საცხოვრებელი რეზიდენციიდან.
ამის პარალელურად ცნობილია, რომ საქართველო ჩინური წარმოების კამერებს ყიდულობს. ქუჩაში დამონტაჟებული ჩინური კამერები გაფიქსირებენ სხვადახვა ადგილას: როდის, ვისთან ერთად და რამდენ ხანს გაადგილდებოდით, თუმცა ამ ჩანაწერებს ბუნებრივია სათითაოდ ერთი ადამიანი არ შიფრავს. ეს უკვე პროგრამული უზუნველყოფით ხორციელდება და სწორედ აქ ჩნდება რუსული კვალი. კამერების სამუშაო ტვინი სახელად პოლიფეისი – მოსკოვში დაფუძნებული კომპანია – “Papillon”- ის საკუთრებაა. საქართველო 2022 წლამდე ამ პროგრამას რუსეთისგან ყიდულობდა. 2022 წლის შემდეგ კი შესყიდვას ამავე კომპანიის თურქთში რეგისტრირებულ შვილობილ ფირმასთან აფორმებს.
რას აკეთებენ რუსული პროგრამით, მაგალითად მოქალაქე x გადაადგილდება მეტრო დელისიდან მეტროსადგურ სამგორის მიმართულებით. ის ქუჩაში ხვდება სხვა პირს, მიდის რუსთაველზე და ა.შ. რუსული პროგრამა ამ ყველა ჩანაწერში რომელიც ასობით კამერიდან იღებს, ეძებს ერთ კონკრტულ მოქალაქეს, ადგენს მისი გადადგლების მარშურტს, მასთან ერთად მყოფი პირების ვინაობას და სრული ანალიზი რამდენიმე წამში იდება.
