სერია ა-ს წინა ტურში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ მილანის „ინტერს“ მასპინძლობდა.
ნეაპოლელთა რიგებში 83 წუთი ითამაშა ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. შეხვედრა „ნაპოლის“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
იტალიაში ხვიჩას საგულშემატკივროდ მსოფლიო ჭადრაკის დედოფალი, ნონა გაფრინდაშვილი ჩავიდა.
ნახეთ, კვარცხელიასა და გაფრინდაშვილის შეხვედრის ემოციური კადრები ნეაპოლიდან: