“მთავარი არხის” დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია, უკანასკნელ დღეებში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტებს ეხმაურება:
“19 და 24 წლის გოგოები გარდაიცვალნენ მიუხედავობით და სამედიცინო სისტემის დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად. რად გვინდა საერთოდ რამე, შვილები თუ დაგვიხოცეს? რა გულისშემაღონებლად სამარცვინო უღონობა და საარაკო უთავმოყვარეობა გვეტაკა ერს, რა გვჭირს, სად ვართ?!!!” – წერს ნიკა გვარამია.