მომღერალი მერაბ სეფაშვილი იუსტიციის სახლის გადაწყვეტილებას, ახალშობილთა დედებისთვის 25 ლარიანი ვაუჩერის გადაცემის შესახებ, “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
ამასთან, მერაბ სეფაშვილმა ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდა.
„ეს არაფერს აღარ ჰგავს, ეს სახელმწიფო აღარ არის. რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რა აღარ მომისმენია, მაგრამ ესე გაწირვა ადამიანების არაფერს აღარ გავს. არანაირ იმედზე, არანაირ გეგმაზე არ არის ლაპარაკი.
მთავრობა არ გამოდის და არანაირ გეგმას არ გეუბნება. ამას არ ჰქვია სახელმწიფო. ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს ვიცნობ, ყველა ერთიდაიგივე პრობლემით ცხოვრობს, ვეღარც ცხოვრობს უკვე…
მე არავის არაფერს ვთხოვ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება.
ასე სად არის, მომინდება 25 ლარს მოგცემ, მომინდება – დაგკეტავ… თუ არ ესმის სახელმწიფოს, მივმართავ მაშინ ოპოზიციას, ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ და მოვთხოვოთ ოპოზიციას, რომ წავიდეს და ელაპარაკოს…“- ამბობს სეფაშვილი.