ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 033 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.