რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლებმა იტალიის დედაქალაქში ახალი “კანონიერი ქურდები“ აკურთხეს. გადაწყვეტილება ზაქარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მალადოის” წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს. რუსული მედიის ცნობით, მომხდარმა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღის საფრთხე შექმნა.
რომში 22 ოქტომბერს გამართულ კრიმინალურ შეკრებაზე რვა ადამიანს “კანონიერი ქურდის“ ტიტული მიანიჭეს. გავრცელებული ცნობებით, ცერემონიაში 15-მდე “კანონიერმა ქურდმა“ მიიღო მონაწილეობა. შეკრება სოხუმის კრიმინალური კლანის წარმომადგენლებმა გამართეს, რომლის ლიდერებადაც ტარიელ ონიანი, მეტსახელად “ტარო”, და მერაბ ჯანგველაძე, იგივე “სოხუმელი”, მიიჩნევიან.
გამოცემის ცნობით, ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კრიმინალურ სამყაროში ახალი “კანონიერი ქურდები“ აკურთხეს. ცერემონია 2013 წელს ზაქარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მალადოის”, მიერ დაწესებული აკრძალვის დარღვევით ჩატარდა.
ვინ მიიღო “კანონიერი ქურდის“ ტიტული
“პრაიმ კრამის“ ინფორმაციით, რომში გამართულ შეკრებაზე ტიტული საქართველოს რვა მოქალაქეს მიანიჭეს. მათ შორის არიან:
დათუნა გაზდელიანი;
ნოდარ ნიშიანიძე – თბილისიდან;
ვაჟა სულამანიძე;
არსენ გაბადაძე – ქუთაისიდან;
რამაზ ვაშაყმაძე;
ანრი კადიევი – ბათუმიდან;
გიორგი კოკაშვილი – გორიდან;
გიორგი ჩხეტიანი.
გამოცემის ცნობით, შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გიორგი ფოლადიშვილსა და ბესიკ კუპრაშვილს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარების მცდელობა იყო. ფოლადიშვილს, მეტსახელად “სინკარას”, რომელსაც მანამდე “კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამორთმეული ჰქონდა, ტიტული აღუდგინეს.
შეკრებით ისარგებლეს იმ პირებმაც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ კრიმინალური სტატუსის მოპოვებას, თუმცა “შაქრო მალადოის” აკრძალვის გამო ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
“პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი “კანონიერი ქურდებისთვის“, რომლებიც ამ კრიმინალურ წრეებში ისედაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მისი თქმით, ახალი ტიტულების მინიჭებამ ქართველ ქურდებს შორის განცალკევების ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა.
რატომ დაარღვიეს “შაქრო მალადოის” აკრძალვა
მედიის ცნობით, ახალი “კანონიერი ქურდების“ კურთხევა 2013 წელს ერევანში მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მაშინ კალაშოვმა ახალი ტიტულების მინიჭება აკრძალა.
მანამდე დაპირისპირებული კრიმინალური კლანები საკუთარ მომხრეებს “კანონიერ ქურდებად“ აკურთხებდნენ, თუმცა მოწინააღმდეგე ჯგუფები მათ სტატუსს არ აღიარებდნენ. ეს კრიმინალურ სამყაროში კონფლიქტებს კიდევ უფრო ამწვავებდა.