Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„10 სექტემბერს დასამთავრებელი სამუშაოები, 22 ოქტომბერსაც დაუსრულებელი იყო“ – რუსთაველის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ 6-ჯერ დაჯარიმდა

October 28, 2026
„10 სექტემბერს დასამთავრებელი სამუშაოები, 22 ოქტომბერსაც დაუსრულებელი იყო“ – რუსთაველის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ 6-ჯერ დაჯარიმდა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ 6-ჯერ დააჯარიმა. ფულადი სანქციები კომპანიას მერიის მონიტორინგის სამსახურის მიერ სამივე მონაკვეთზე გამოვლენილი დარღვევების გამო დაეკისრა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო წერილებიდან ირკვევა, ექვსივე ჯარიმა როგორც მიწის, ისე ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების ვადაგადაცილებით მიმდინარეობასთანაა დაკავშირებული. კომპანია ამ 6 შემთხვევაში ჯამში, 8 694 ლარით დაჯარიმდა.

ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული მონაკვეთი

24 ოქტომბირთ დათარიღებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2026 წლის 20 სექტემბერი, თუმცა 2026 წლის 22 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული მიწის სამუშაოები დასრულებული არ არის – კომპანია დაჯარიმდა 1 741.67 ლარით.

ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2026 წლის 10 ოქტომბერი, თუმცა 2026 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები დასრულებული არ არის – კომპანია დაჯარიმდა 1 741.67 ლარით.

სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი

მიწის სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2026 წლის 20 სექტემბერი, თუმცა 2026 წლის 22 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული მიწის სამუშაოები დასრულებული არ არის – კომპანია დაჯარიმდა 1 271.19 ლარით.

ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2026 წლის 10 ოქტომბერი, თუმცა 2026 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები დასრულებული არ არის – კომპანია დაჯარიმდა 1 271.19 ლარით.

ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერანამდე“ არსებული მონაკვეთი

მიწის სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2026 წლის 20 სექტემბერი, თუმცა 2026 წლის 22 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ მიწის სამუშაოები დასრულებული არ არის – კომპანია დაჯარიმდა 1 334.63 ლარით.

ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოების დასრულების თარიღად მითითებულია 2026 წლის 10 ოქტომბერი, თუმცა 2026 წლის 23 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები დასრულებული არ არის – კომპანია დაჯარიმდა 1 334.63 ლარით.

ცნობისთვის, სულ კომპანიას ფულადი სანქცია უკვე 19-ჯერ დაეკისრა, ჯამში ჯარიმის მოცულობამ 26 ათას ლარს გადააჭარბა.

ინფორმაციისთვის, შპს „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. ბიზნესის 100%-იან წილს კი თავად ლევან გოგსაძე ფლობს.

კომპანიამ მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღო 8 სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა ამ დრომდე ვერც ერთში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.

ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “„ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა”- სოზარ სუბარი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge