Sunday, August 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

ეს სიმპტომები აჩვენებს, რომ კოვიდმა ტვინში შეაღწია – როგორ ხვდება ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში

December 1, 2020
(VIDEO) ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აქვს

ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევრებმა ის მექანიზმები შეისწავლეს, რომლითაც ახალ კორონავირუსს ადამიანის ტვინში შეღწევა შეუძლია. ასევე ის, თუ რა იმუნურ რეაქციას იწვევს ამ დროს ვირუსი. ინფორმაციას neurosciencenews-ი ავრცელებს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი ტვინში ლორწოვანი გარსის ნევრული უჯრედების საშუალებით აღწევს, რომლებიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული.

დღესდღეობით აღიარებულია, რომ კოვიდი მხოლოდ რესპირატორული დაავადება არ არის. ფილტვებზე ზემოქმედების გარდა, SARS-CoV-2 გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც ახდენს. კოვიდით ინფიცირებული ყოველი სამი ადამიანიდან ერთი აღნიშნავს, რომ მათ სუნისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს, აღენიშნებათ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხევა და გულისრევა.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები სწორედ ვირუსის ტვინში შეჭრითა და უჯრედების ინფიცირებით არის გამოწვეული.

მაგრამ, როგორ აღწევს ვირუსი ადამიანთა ტვინში?

ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ის მექანიზმი გამოიკვლია, რომლითაც ვირუსი ადამიანის ტვინში აღწევს.

კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა Charité-ს კლინიკაში კოვიდით გარდაცვლილი 33 ადამიანის ქსოვილის ნიმუშები აიღეს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მკვლევრებმა ნიმუშები გარდაცვლილი პაციენტების ყნოსვის ორგანოს ლორწოვნი გარსიდან და ტვინის 4 სხვადასხვა ნაწილიდანაც აიღეს.

მათი მიზანი იყო დაედგინათ – აღებულ ნიმუშებზე SARS-CoV-2-ის გენეტიკური მასალა აღმოჩნდებოდა თუ არა.

მკვლევრებმა ვირუსის გენეტიკური მასალა ისეთ ნეიროანატომიურ სტრუქტურებში აღმოაჩინეს, რომლებიც თვალებს, პირსა და ცხვირს ტვინის ღეროსთან აკავშირებს. ვირუსის ყველაზე დიდი გენეტიკური მასალა ლორწოვანი გარსის ნევრულ უჯრედებზე აღმოჩნდა, რომლებიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული.

„შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ SARS-CoV-2 იყენებს ლორწოვან გარსს, რომელიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული, რათა ტვინამდე მიაღწიოს“,- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჰეპნერი.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, იმ 33 ადამიანს, რომელთა ნიმუშებიც კვლევისთვის გამოიყენეს, ვირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ. ამიტომ, როგორც ისინი ამბობენ, კვლევის შედეგების განზოგადება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებზე არ იქნებოდა სწორი.

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს ის, თუ რა იმუნურ რეაქციას იწვევს ვირუსის ადამიანთა ტვინში შეღწევა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დროს იმუნური უჯრედები, რომლებიც ტვინსა და ლორწლოვან გარსშია მოთავსებული, განსაკუთრებით აქტიურდებიან.

მათი თქმით, SARS-CoV-2-ის აღმოჩენა ყნოსვის ორგანოში არსებულ ლორწლოვან გარსზე კარგი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ იწვევს ვირუსი ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებს ინფიცირებულ პაციენტებში, როგორიცაა გემოსა და სუნის დაკარგვა.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ SARS-CoV-2 ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს აკონტროლებს, როგორიც სუნთქვაა. არ არის გამორიცხული, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც კოვიდის მძიმე ფორმები აქვთ, სუნთქვის უკმარისობა სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზეზს უკავშირდებოდეს“,- აღნიშნავს პროფესორი ჰეპნერი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით?
  • რუსეთში, კამჩატკაში მდებარე ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა
  • “ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს” – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge