გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 759 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოჯანმრთელდა 3 574 პაციენტი და საერთო რაოდენობა 117 560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 303ადამიანი.