Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ილონ მასკი: ადამიანები მარსზე შუშის გუმბათებში იცხოვრებენ

November 26, 2020
ილონ მასკი: ადამიანები მარსზე შუშის გუმბათებში იცხოვრებენ

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა საზოგადოებას მარსის მომავალი კოლონიზაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. მის მიერ ტვიტერზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, წითელ პლანეტაზე ჩასული ადამიანები თავდაპირველად შუშის გუმბათებში იცხოვრებენ. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის თქმით, ქალაქის მშენებლობა იქ 2050 წლიდან დაიწყება და დროთა განმავლობაში მისი მოსახლეობა მილიონს მიაღწევს.

მასკის განცხადებით, მარსზე აგებულ შუშის გუმბათებში პირველი კოლონისტების საცხოვრებლად ისეთივე პირობები იქნება შექმნილი, როგორც დედამიწაზე. რაც შეეხება წითელ პლანეტაზე არსებული გარემოს შეცვლას, ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იქნება. ატმოსფეროს ისე გარდაქმნას, რომ ადამიანებმა სუნთქვა შეძლონ, იქ იმდენად დიდი დრო დასჭირდება, რომ საბოლოო შედეგს ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ვერც მოვესწრებით.

ილონ მასკმა წითელ პლანეტაზე ქალაქის გაშენების გეგმა მცირე ხნის წინ გააჟღერა. მან მარსის კოლონიზაციის საჭიროება დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების, მათ შორის, მეტეორის შეჯახების, ვულკანების მასშტაბური ამოფრქვევისა და ბირთვული დაპირისპირების შესაძლებლობით ახსნა. მასკმა განსაკუთრებული ყურადღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების დიდ ალბათობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სასურველია, კაცობრიობამ სხვა ციურ სხეულზე დასახლება ამ მოვლენამდე მოასწროს.

ამის გარდა, მასკმა ისიც აღნიშნა, რომ SpaceX მარსზე დაარსებული კოლონიის სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფისას დედამიწაზე მოქმედ საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაექვემდებარება, არამედ საკუთარს შექმნის. ეს შეეხება Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების ქსელსაც, რომლის განთავსებასაც კომპანიის დამფუძნებელი წითელი პლანეტის გარშემოც გეგმავს.

SpaceX-მა ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი Starship სწორედ მარსსა და მთვარეზე ეკიპაჟიანი ფრენებისთვის შექმნა. მისი დანიშნულება ამ ციურ სხეულებზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge