მესამე დღეა, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში 28 წლის კაცს ეძებენ.
ადგილობრივი მცხოვრების, გიმზერ კაველიძის თქმით, ბოლოს 5 მაისს გაჩერებასთან ნახეს. ახალგაზრდა კაცი ორ მწყემსთან ერთად მთაში მიდიოდა.
მოგვიანებით, მისი ჩანთა თმოგვის ციხესთან იპოვნეს, რის გამოც, სამძებრო ოპერაცია მტკვარში დაიწყო. სამძებრო სამუშაოები ასპინძის გარდა, ახალციხისა და ბორჯომის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
„დილიდან რომ არ გამოჩნდა მერე დაიწყო ძებნა. მერე ხალხიც გამოვიდა საძებნად. ზემოთ საბაგიროა, ეტყობა ბაგირზე გასვლისას ჩავარდა წყალში. ჩანთა ნახეს ქვევით იყოო, წყალს გამოუტანია გარეთ და არ ვიცი დანარჩენი” , – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, კორნელი კორმიძემ.
