საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „გახარია – საქართველოს“ შუამდგომლობა პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელიდან მათი საქმე გამოყოფილად განხილულიყო. გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ გამოაცხადა.
გადაწყვეტილება კონკრეტული მოპასუხის მიმართ მიიღება იმ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით, რაც მას მიემართება და არა სხვას. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები კონკრეტული მოპასუხის მიმართ არ იქნება საკმარისი, კანონმდებლობა იძლება შესაძლებლობას, რომ სასამართლო ვერ გამოიტანს ნეგატიურ გადაწყვეტილებას“, – თქვა სხდომის თავმჯდომარემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
