აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ხელვაჩაურში მეგობარს – 38 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული და დამნაშავე ხელოსნები იყვნენ.
“ხელოსნები იყვნენ… წავიდა, [პოლიციას] ჩაბარდა, აღიარა ყველაფერი. სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და მუშაობდნენ… თვითონ აღიარა, ვინც მოკლა… კარგად იყვნენ ერთმანეთთან… ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ, მოლდაველები იყვნენ,” – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.