სპეცოპერაცია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ – საფიჩხიელი „ხოშტიკა“ აღებული თანხის რაოდენობით იყო უკმაყოფილო. ფინანსური დავის მოგვარების სანაცვლოდ მას საკმარისი ფული არ მისცეს.
კონკრეტული სატელეფონო საუბრიდან მალევე მურად ხოშტარია დააკავეს. ირკვევა, რომ ის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე სამართალდამცველები მას შემდეგ გავიდნენ, რაც კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და ქურდული გარჩევების არაერთი ფაქტი გამოავლინეს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ბოლო 24 საათში 27 პირი დააკავეს. მათ ასაყვანად სპეცოპერაციები ერთდროულად სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა. საპოლიციო ღონისძიების დეტალები დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გაასაჯაროვა. განაგრძეთ კითხვა…
