ახალციხის მეჩეთის იმამს 10-მდე კაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა – “ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა 18 ივლისს მოხდა. 10 თავდამსხმელისგან პოლიციამ მხოლოდ ორი დააკავა – მოგვიანებით კი ორივე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მათივე ინფორმაციით, შევქეთ დვალიძეს პოლიციიდან საჩივარიც გამოატანინეს.
“საჩივარი გამოვიტანე. ახალციხის პოლიციამ ძალიან აქტიურად იმუშავა! მადლობა მათ. მათ მიბიძგეს ირიბი გზებით, რომ საჩივარი გამომეტანა. მადლიერი ვარ მათი… ასე ვთქვათ, „შენიღბულად“, ვინც მიხვდება – მიხვდება“ – ამბობს შევქეთ დვალიძე.
