ერთ-ერთი საემიგრაციო ჯგუფი, იტალიაში გაუჩინარებული ქართველი მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
“2 ან 3 აპრილს მილანიდან გავიდა ბარის მიმართულებით. მარშრუტი შეიცვალა და 4 რიცხვში ნაპოლის “სტაციონზე” (სადგური) ნახეს ბოლოს. მას შემდეგ არაფერი არ ისმის. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული რომ იყოს შემატყობინებდნენო.
თუ კი ვინმემ რამე იცით ან შეგხვედრიათ იქნებ გამოგვეხმაუროთ ძალიან ძალიან გთხოვთ გადავაზიაროთ” – წერს ლალი ფულარია.
