მკვლელობა ბაღდათში – ადგილობრივების თქმით, 47 ლის კაცის მკვლელობისა და 21 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
ბაღდათში მოკლულსა და დაკავებულს იცნობენ, თუმცა უჭირთ საუბარი, რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი.
„ორჯერაა ნასროლი. თვითონ ეს (ბრალდებული) მონადირე იყო, ნადირობდა და ალბათ ოფიციალურადც ჰქონდა გაფორმებული თოფი. ცნობით კი ვიცნობდი, 60 წლისაა. თავში აქვს მოხვედრილიო.” – აცხადებს ადგილობრივი.
“პირველების” ინფორმაცია მკვლელობით დასრულებულ დაპირისპირებას წინ საქმის გარჩევა და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. ქუჩური გარჩევა გასესხებული თანხის გამო მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს დაბადებული გ.მ. დაჭრა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.კ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.